Saturday, July 4, 2015

გაკვეთილის გეგმა რუსულ ენაში

თემა: რა არის ეკოლოგია?

მიზანი: წაიკითხავს და გაიგებს ტექსტს,ეცოდინება სიტყვა ეკოლოგიის მნიშვნელობა, გამოიყენებს ბრძანებით კილოს,გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და გამოიყენებს ახალ სიტყვებს წინადადებებში

მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:

უცხ.ს II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.

  • გარკვევით და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექტს.


უცხ.ს II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითითი ტექსტი ( ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური ).

  • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს
  • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას.

უცხ.ს II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა ( გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი )

  • გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე, ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.

უცხ.ს II. 20. მოსწავლე იცავს წერობილითი სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულს ენობრივ ფორმებს.

  • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს

უცხ.ს II.21. მოსწავლე შეუძლია მიმართოს წერის სათანადო სტრადეგიებს.

  • მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ> ლექსიკონს, ნიმუშს, გრამატიკულ ცნობარს და სხვა).

აქტივობები:

აქტივობა 1. პროვოცირება 3წთ
მიზანი: ყურადღების მობილიზება მაპროვოცირებელი შეკითხვის დასმით.
მასწავლებელი სვამს კითხვას იცით თუ არა რა არის ეკოლოგია?

აქტივობა 2. ტექსტის კითხვა 10წთ
მიზანი: ამოიცნოს  ფაქტობრივი ინფორმაცია


აქტივობა 3. კითხვა- პასუხი 5წთ
მიზანი: წაკითხულის გააზრება.

აქტივობა 4. პრეზენტაცია, ახალი მასალის ახსნა 15წთ
მიზანი: გაიგოს სიტყვა ეკოლოგიის მნიშვნელობა,შეძლოს ბრძანებითი კილოს წარმოება და წინადადებების შედგენა,

აქტივობა 5.წერა 10წთ 
მიზანი: გამოიყენოს ბრძანებითი კილო წინადადებებში

საშინაო დავალება: 2წთ  დავალებაN2, N3 ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადებების შედგენა.

შეფასება: განმსაზღვრელი (საკლასო მუშაობის სქემის მიხედვით)

რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმწღვანელო რუსული ენა სII, სამუშაო რვეული.

No comments:

Post a Comment